სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ვიდეორგოლით მიულოცეს
04-03-2022
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების დახმარებით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამჯერად მოსწავლეებმა, პედაგოგის, მირანდა გეგიას დახმარებით დედიკოებს დედის დღე, 3 მარტი ლამაზად მიულოცეს. პატარა მოსწავლეებმა ვიდეო კოლაჟი შექმნეს, სადაც დედებს 3 მარტს ულოცავენ და ლექსებს წარმოთქვამენ.

„ყველა დედიკოს ვულოცავ გაზაფხულს და დედობას... დედობა ღვთის საჩუქარია... ვისურვებდი მსოფლიოს დედებს მხოლოდ ბედნიერი ცრემლები ჰქონოდეს თვალზე... დედის დღეს გილოცავთ მე და ჩემი პატარები ძვირფასო დედიკოებო!“, - წერს პედაგოგი მირანდა გეგია.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203