„ომი და მშვიდობა“ - სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელის, ბარბარე გოგიტიძის ემოციური მოთხრობა
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
სკოლაში არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გულთან ახლოს არ მიეტანა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კი I კლასის მოსწავლე ბარბარე გოგიტიძეა.
პირველკლასელმა მოსწავლემ თავისივე სურვილით პატარა მოთხრობა - „ომი და მშვიდობა“ დაწერა.
„მე მიყვარს დედამიწა, მინდა მშვიდობა“ - ეს სიტყვები პატარა მოსწავლეს ეკუთვნის, რომელმაც ამ გზით გამოხატა უკრაინისადმი საკუთარი დამოკიდებულება და ემოციები.