ქუთაისის N29 საჯარო სკოლის IV კლასში დედის დღეს შთამბეჭდავი გაკვეთილი მიეძღვნა
04-03-2022

ქუთაისის N29 საჯარო სკოლის IV კლასში ქართულ ენაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „დედის დღე“.

სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი ნინო მეფარიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლ.ასლამაზიშვილის ტექსტი „ვინ მღერის ტკბილ ნანას“. ისაუბრეს დედაზე, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დედისადმი. მიუძღვნეს თბილი სიტყვები. ჩაერთნენ აქტივობაში - „ვინ უკეთ იცნობს საკუთარ დედას“.

მოსწავლეებმა გაიხსენეს თავიანთი დედაშვილობიდან საინტერესო ეპიზოდები. გაკვეთილის ბოლოს შეავსეს ბარათები და დედებს მიულოცეს დედის დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203