ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებულ აქტივობებს მუდამ უძღვნიან.
ამჯერად, დედის დღე მოსწავლეებმა საკუთარ დედიკოებს, პედაგოგის, მზია ცირეკიძის დახმარებით განსაკუთრებულად მიულოცეს. ბავშვებმა მასწავლებლის დახმარებით 3 მარტის ლამაზი ვიდეო მილოცვები ჩაწერეს.
„დედა ერთიაო, დედა ღმერთიაო,
დედა ანგელოზი - ფეხზე მოარული,
- სანამ ცოცხალია, სანამ შეგიძლიათ,
ფეხქვეშ გაუფინეთ თქვენი სიყვარული! წარმატებული შვილების ბედნიერი დედები ყოფილიყავით! გილოცავთ დედის დღეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეომასალა: