გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 და გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს წერილები გაუგზავნეს.
მათ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
მოსწავლეები აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, რომელთაც უკრაინაში გაგზავნიან.
სკოლებში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.