ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა
04-03-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

მოსწავლეებმა სკოლაში თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს. მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„დედა ერთიაო,დედა ღმერთიაო,
დედა ხატიაო, ფეხზე მოარული,
ჰოდა დაუჩოქეთ,მუხლზე მოეხვიეთ,
ფეხქვეშ დაუფინეთ თქვენი სიყვარული...“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203