თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს
04-03-2022
თბილისის N192 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მოსწავლეებმა, პროექტის - „მწვანე სივრცე ჩვენს ირგვლივ“ ბუნებისმეტყველების ონლაინ გაკვეთილზე ანიმაციური ფილმი „ბოცო და გვანცა“ ნახეს, რის შემდეგაც ბავშვებმა გარემოს დაცვის თემაზე საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.