„არა ომს! არა ოკუპაციას!“ - ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინას
04-03-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მესამე კლასის მასწავლებლის მაია წიკლაურისა და მოსწავლეების მიერ ორგანიზებულმა უკრაინის მხარდამჭერმა აქციამ მთელი სკოლა მოიცვა. 

მათი მოწოდება იყო: არა ომს, არა ოკუპაციას, ხელები შორს მეგობარი უკრაინისგან.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203