დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე აღნიშნეს
04-03-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლის მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა დედებს ეს დღე ლექსებით, სიმღერებით, სახალოსო სპექტაკლებითა და მისალოცი ბარათებით მიულოცეს. 

აქტივობამ მხიარულად ჩაიარა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედა ეს ყველაზე ძვირფასი ადამიანია დედამიწაზე, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. ამ დღემ სკოლაში სასიამოვნო გარემოში ჩაიარა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203