ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა მასწავლებლებისთვის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა
04-03-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა მასწავლებლებისთვის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა. 

თამაში საინტერესოდ და ამავდროულად, დაძაბულად წარიმართა. მასწავლებელთა გუნდებმა ღირსეულად იასპარეზეს. 

თამაშის ორგანიზატორი ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლასა და დირექტორ ამირან აბულაძეს მადლობას უხდის.

„თამაში ძალიან დაძაბულად წარიმართა, რადგან ყველა გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი. საბოლოოდ, მართლაც, რომ საინტერესო თამაში გამოვიდა. დიდ მადლობას ვუხდი ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლას და ამ სკოლის დირექტორს ბატონ ამირან აბულაძეს ყველანაირი ხელშეწყობისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203