„ჩვენი სკოლის მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს“-თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა
04-03-2022
თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინისადმი მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ.
მოსწავლეები უკრაინელ ხალხს, თანატოლებს კეთილი სურვილებით აღსავსე გზავნილებს უგზავნიან და გვერდში დგომას უდასტურებენ.
„პატარა ხელებით და დიდი, ძალიან დიდი გულით, ჩვენი სკოლის მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! პატარები ომს აპროტესტებენ და მშვიდობისკენ მოუწოდებენ აგრესორს“, - აღნიშნულია სკოლის წერილში.