წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის მართვის შესახებ ონლაინ ტრენინგს დაესწრნენ
04-03-2022
ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ ტრენინგს ესწრებოდნენ. 

ტრენინგის თემა „პროექტის მართვა“ იყო.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.

სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას.

„ტრენინგ მოდულის ავტორი ბსუ პროფესორი დარეჯან გელაძე. თემა მეტად აქტუალური იყო, ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს. სხვა უამრავ მონაწილესთან ერთად, წაბლანის მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ. გულთამზე ნაჩაიძეს, ირმა, ნატო, ანრი, გვანცა შაინიძეებსა და ნიკა გორგილაძეს ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ. ბავშვების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი რაიონის წარმატებულ ქალბატოს დარეჯან გელაძეს ესოდენ საჭირო ტრენინგ/მოდულისათვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203