ქუთაისის N19 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადის III ტურში გადავიდნენ
04-03-2022
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები - Xა კლასელი, გიორგი ჯაფარიძე (ისტორიაში) და XIა კლასის მოსწავლე მარიამ ბაბუაძე (ინგლისურ ენაში) 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში წარმატებით გადავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა წარჩინებულ და საამაყო აღსაზრდელებს წარმატებებს უსურვებს.