თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
04-03-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანდრია ტაბატაძემ, მურმანი ოქროპილაშვილმა, ნია ქავშბაიამ, ნიკოლოზ ქავშბაიამ, საბა ოქროპილაშვილმა, დემეტრე დოლიძემ და ცოტნე ვარდოსანიძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს, უმაღლესი ქულები მოიპოვეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203