ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში ელექტროგაყვანილობა განახლდა.
სკოლაში ელგაყვანილობის ხაზები და ჩამრთველები მთლიანად გამოიცვალა.
სკოლა გაწეული სამუშაოსათვის მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილესა და დაგანმანათლებო რესურსცენტრს მადლობას უხდის.
„მთლიანად გამოიცვალა სკოლაში ელგაყვანილობის ხაზები და ჩამრთველები, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი კობა ლურსმანაშვილის, მერის პირველი მოადგილის ბატონი ვალერი ჭიპაშვილის და მათი ღირსეული გუნდის დამსახურებაა.
ჩვენს სკოლაში ჩატარებული სამუშაოებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის ხელმძღვანელს ქალბატონ მარი ვეფხვაძეს, რადგან ყოველთვის გვერდით გვიდგანან და გვეხმარებიან რთული პრობლემების მოგვარებაში.
მადლობას ვუხდით ხარაგაულის მერიას გაწეული სამუშაოების დაფინანსებისთვის და იმედი გვაქვს, მომავალშიც შეძლებენ ღირსეული საქმეების კეთებას ჩვენი სკოლის,რაიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: