ზედაეწერის საჯარო სკოლაში დედის დღე ღონისძიებით აღინიშნა
04-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.

ამ დღეს ღონისძიება მესამე და მეექვსე კლასებში ჩატარდა. მოსწავლეებმა დედებს ლექსები, სიტყვები და ჩანახატები მიუძღვნეს.

სკოლა ამ დღეს ყველა დედას ულოცავს.

„ღონისძიება ძალიან თბილი და ემოციური გამოდგა, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ ყველა დედას გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს და ვუსურვებთ იხარონ თავიანთი შვილებით მუდამ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203