სარგვეშის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე
04-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ინგა ბერაძემ სხვადასხვა მწერილის საბავშვო ლექსები წაუკითხა.

მოსწავლეებმა წიგნების მნიშვნელობასა და როლზეც ისაუბრეს.

„ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203