თბილისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
04-03-2022
თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების დახმარებით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ლამაზ და საინტერესო აქტივობებს მუდამ უძღვნიან.
სკოლის Iგ კლასის ნიჭიერმა და პატარა მოსწავლეებმა, ამჯერად დედიკოებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს. პატარებმა ვიდეო მილოცვები ჩაწერეს და მათდამი საკუთარი სიყვარული ამ გზით გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.