„პროცენტი ჩვენ გარშემო“- მოლითის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა პროექტი „პროცენტი ჩვენ გარშემო“ წარადგინეს.
პროექტი მათემატიკაში პედაგოგ ქრისტინე თოიძის ხელმძღვანელობით წარადგინეს.
მოსწავლეებმა პროცენტთან დაკავშირებული ამოცანები ამოხსნეს და პროექტის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა მოირგეს სოციოლოგის, ისტორიკოსის, პრაქტიკოს-თეორეტიკოსის და მკვლევრის როლები. მოიძიეს სხვადასხვა ისტორიული ფაქტი, შეაგროვეს საინტერესო ცნობები, მოიძიეს და ამოხსნეს პროცენტთან დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავდა და ამით ნათლად დაინახეს პროცენტის კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ასევე ჩაატარეს გამოკითხვა, თუ ვინ რამდენად ხშირად და რაში იყენებს პროცენტს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს