ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზაფხულის შემობრძანებას განსაკუთრებულად შეხვდნენ
04-03-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს, 3 მარტს განსაკუთრებულად შეხვდნენ.
მოსწავლეებმა გაზაფხულთან დაკავშირებით საკუთარი საკლასო ოთახებიც გაალამაზეს. დედის დღესთან დაკავშირებით და საყვარელ დედიკოებს მოსიყვარულე ბავშვებმა მისალოცი ბარათები დაუმზადეს.
„დარაბებს მიღმა გაზაფხულია.. იებით გამოხატული თანადგომა.. მშვიდობა მსოფლიოს.. ბედნიერება ყველა დედას..“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.