თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს
04-03-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, მოსწავლეებმა - ნიკა ხასოევმა, მარიამ ზაქარეიშვილმა, დავით ფონჯავიძემ, ვაჩე მერაბ ჩუბინიძემ და
ბარბარე ფონჯავიძემ izrune.ge-ს თებერვლის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203