„დღე, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს“ - სორმონის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
04-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს სასკოლო ღონისძიება სახელწოდებით - „დღე, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს“ გაიმართა.

25 თებერვალს სკოლაში გამოფენა მიეძღვნა. მოსწავლეებმა ასევე დოკუმენტურ ფილმს - „სატელეგრაფო ოკუპაციას“, უყურეს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიას ბევრი ტრაგიკული და ტკივილიანი დღე ახსოვს, მათ შორის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და ავად სახსენებელია. ერთად გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უმძიმესი დღეები.. დღე საოცრად ემოციური და ცრემლიანი გამოვიდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203