ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება
04-03-2022
ნინოწმონდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მე-5 კლასში ჩატარდა. 

დავალების თემა იმერული ტრადიციული სუფრა იყო. მოსწავლეებმა ის ისტორიის მასწავლებლის კარინე ჩოგანდარიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს. 

მოსწავლეებმა იმერული სუფრიდან სხვადასხვა კერძი წარმოადგინეს და მათზე ისაუბრეს. აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203