
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში რუსული აგრესიის შედეგად კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება სახელწოდებით „სისხლიანი თებერვალი“ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ იყო.
მოსწავლეებმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საზოგადოებას გააცნეს. მათ დეტალურად ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.
მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: