თბილისის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცეს
04-03-2022
თბილისის N6 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით აღნიშნავენ.
სკოლის lბ კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, ამჯერად დედის დღე, 3 მარტი საკლასო ოთახში მცირე და ლამაზი ღონისძიებით იზეიმეს. პატარა მოსწავლეებმა დედებს სიმღერა და ლამაზად შესრულებული ნახატები მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.