ბიწმენდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულს ღონისძიება მიუძღვნეს
04-03-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის პირველი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ნონა რაზმაძის ხელმძღვანელობით, საგაზაფხულო ღონისძიება ჩაატარეს. 

მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს გაზაფხულის მოსვლა მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით სახალისო და საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203