თელავის N5 საჯარო სკოლის მე-2 კლასში დედის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
04-03-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებს ქართული ენის მასწავლებელმა დალი დვალმა მოთხრობა „ლამაზი დედა“ და ლექსები წაუკითხა. შემდეგ მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილებები, ხელოვნების პედაგოგ ია ჩავლეიშვილის ხელმძღვანელობით, ნახატებში გადმოიტანეს. 

მოსწავლეებმა თავიანთი ნახატები დედებს მიუძღვნეს. აქტივობით მათ თავინთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ხატვას დიდი მონდომებითა და ხალისით შეუდგნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203