დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინაში გასაგზავნად 90 კილოგრამამდე სურსათი მოაგროვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს, უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა უკრაინაში გასაგზავნად 90 კილოგრამამდე სურსათი მოაგროვეს.
„დარჩელის N1 საჯარო სკოლა სოლიდარობას უცხადებს მშობლიური მიწის დასაცავად მებრძოლ უკრაინელ ხალხს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს; მათი დახმარებით 90 კოლოგრამამდე სურსათი მოგროვდა უკრაინაში გასაგზავნად. უფალი იყოს უკრაინელი ხალხის შემწე და მფარველი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: