ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა, რუსუდან ბუკიამ მე-9 კლასში მათემატიკის შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა
04-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლა პანდემიის გამო შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებები, თუ კომპლექსური დავალებების ფარგლებში დაგეგმილი გაკვეთილები წარმატებით და საუკეთესო შეფასებებით ტარდება. სწორედ ასეთი წარმატებული გაკვეთილი ჩაატარა მათემატიკის პედაგოგმა, რუსუდან ბუკიამ.
გაკვეთილი „ახალი სკოლის მოდელის“, კომპლექსური დავალებების ფარგლებში მეცხრე კლასში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათემატიკის ქოუჩი იყო მიწვეული, რომელმაც მოსწავლეების მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
„ქალბატონმა ციცომ გამოკვეთილად აღნიშნა მოსწავლეთა კარგი ჩართულობა და მზაობა მოცემული დავალების მიმართ. მან ძალზედ კარგი შეფასებებით და კმაყოფილებით დატოვა ჭალადიდის სკოლა და მიღებული შთაბეჭდილებები დღის ბოლოს, მათემატიკის კათედრის წევრებს შეხვედრაზე გაგვიზიარა, რის შემდგომ სამომავლოდ წარმატებები გვისურვა“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს