ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
04-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა საუკუნის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისა და იუნკერების სამაგალითო გმირობის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა ასევე სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ, დაგმეს ომი და უკრაინული და ქართული დროშებით ხელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 101 წლის წინ, საბჭოთა არმია საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს დედაქალაქი დაიკავა. დღეს, უკრაინა ებრძვის რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას, დღეს, რუსეთი ცდილობს უკრაინის დედაქალაქის დაკავებას.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გმობენ რუსულ აგრესიას და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს