თელავის N5 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ახალი სიცოცხლე“ უკრაინის მხარდამჭერი კვირეული გამართა
04-03-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ახალი სიცოცხლე“ უკრაინის მხარდამჭერი კვირეული გამართა.
კლუბის წევრებმა კვირეული სოლიდარობის ნიშნად გამართეს. მათ თავიანთი ხელით შექმეს პლაკატები, დახატეს უკრაინის დროშები და მხარდაჭერა ასე გამოხატეს. ისინი ჩურჩხელების შეგროვების აქციაშიც ჩაერთნენ.
ამ აქტივობაში მოსწავლეები პედაგოგ ზეინაბ კაკალაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სათქმელი ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირეს.
გარდა ამისა, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარულ დახმარებასაც აგროვებენ. გროვდება პირველადი საჭიროების პრიდუქტები, სურსათი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს