ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლე დავით ლავრელაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე დავით ლავრელაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია.
მან თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე უიარაღო და ჯოხის ტექნიკით ბრძოლისას ორი ოქროს მედალი მოიპოვა. მისი მწვრთნელი ზურაბ კაპანაძეა.
მოსწავლეს წარმატება სკოლამ, კლასელებმა და პედაგოგმა ინგა მეტონიძემ მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: