„გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“ - გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
04-03-2022

მღვდელი ლუკა ჩომახიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო პროექტზე იმუშავეს. 

მოსწავლეებმა - აკაკი ცაგარეიშვილმა და ჯაბა ჩოგაძემ წარმოადგინეს პროექტი - „გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“.

პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მ. ცაგარეიშვილი. ისტი-ის პედაგოგი რ.ცაგარეიშვილი.

„საქართველოს ოკუპაციიდან 101 წელი გავიდა. მაგრამ გმირები, რომლებმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რუს ოკუპანტებს, არ შეიძლება დავიწყებას მიეცნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულნი არიან ქართველი იუნკერები, რომლებიც კოჯრისა და ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაეცნენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - აკაკი ცაგარეიშვილმა და ჯაბა ჩოგაძემ წარმოადგინეს პროექტი - „გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

სკოლის დირექტორი თამაზ ცაგარეიშვილი ბავშვებს ესაუბრა უკრაინაში მიმდინარე მძიმე ვითარებაზე. ბავშვებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მოძმე ქვეყანას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203