„მშვიდობა ყველა ბავშვს!“ - ახალციხის საჯარო სკოლ​აში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
04-03-2022
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მშვიდობა ყველა ბავშვს! - ასეთია სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გზავნილი. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, საკუთარი დამოკიდებულება უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

„სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა და გულისტკივილი უკრაინელი ბავშვების და საერთოდ მიმდინარე მოვლენების მიმართ, ბავშვებმა დაამზადეს პლაკატები და სხვადასხვა აქსესუარები, შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ და ასე ვცადეთ ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა ყველასთვის საერთო მნიშვნელოვან საქმეში. მშვიდობა ყველა ბავშვს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203