ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
04-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ფატი ბაღდავაძის ხელმძღვანელობით, დედებს 3 მარტი მიულოცეს. მათ მისალოცი ბარათები დაამზადეს და წერილები დაწერეს.
ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი სიხარულით და მონდომებით ჩაერთნენ. ისინი დაკისრებულ დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და დედებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე მიულოცეს.