ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სახლს ესტუმრნენ
04-03-2022
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.
მათ იუსტიციის სახლი დაათვალიერეს, გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს და იმას, თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იქ მისულ ადამიანებს.
მოსწაველეებს იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა თამარ ქუთათელაძემ მიწის მესაკუთრეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მათ გაიგეს როგორ ხდება სასოფლო- სამეურნეო და არასამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა, გაეცნენ თუ რა დოკუმენტების წარდგენაა აუცილებელი მიწის პირველადი რეგისტრაციისას.
შეხვედრა კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა და ნაყოფიერად ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს