ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი შინაარსის პოსტერი შექმნეს
04-03-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერი შექმნეს. 

პოსტერის შინაარსი იყო „დაბინძურებული წყლისაგან უამრავი ადამიანი და წყლის ბინადარი იღუპება“. 

მოსწავლეები ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მოთხრობა „სველი წერილი“ წაიკითხეს. ისინი ამ აქტივობაში პედაგოგ ნინო ჩირგაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

მეორეკლასელებმა ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, თუ როგორ უნდა იზრუნონ გარემოზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203