ჯიმითის საჯარო სკოლის ინიციატივითა და მხარდაჭერით კამპანია - „სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართა
04-03-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის ინიციატივითა და მხარდაჭერით, კამპანია - „სოლიდარობა უკრაინას“ გაიმართა.

კამპანიაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

აქციის ფარგლებში შეგროვდა ტანსაცმელი, საკვები, პირველადი და ჰიგიენური მოხმარების ნივთები. დირექცია მადლობას უხდის კამპანიის თითოეულ მონაწილეს და აცხადებს, რომ უკრაინელი მეგობრების მხარდამჭერი კამპანია მომავალშიც მოეწყობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203