ნახშირღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები დედის დღეს განწყობით - „არა ომს“ გამოეხმაურნენ
03-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად აღნიშნავენ.

სკოლაში 3 მარტს, დედის დღეს და საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მოსწავლეები ემოციური ნახატებით გამოეხმაურნენ.

მოსწავლეებმა დედის დღის ღონისძიება განწყობით - „არა ომს“ განახორციელეს და საკუთარი ხელით შეასრულეს ნახატები. აღსანიშნავია, რომ ნახატებზე მშვიდობის სიმბოლო, მტრედიც გამოსახეს და უკრაინელ და მსოფლიო დედებს მშვიდობის გზავნილი ამ სახით გაუგზავნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203