ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს
03-03-2022
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ნიჭიერმა მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობები განახორციელეს.
მოსწავლეებმა დედებს, გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული ვიდეო მილოცვის საშუალებითი მიულოცეს და სპეციალურად ბარათებიც დაამზადეს. პატარა და მონდომებულმა მოსწავლეებმა დედებისადმი მიძღვნილი ლექსებიც წარმოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს