დაბა სიონის საჯარო სკოლაში მირზა გელოვნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა
03-03-2022
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება.

სკოლაში ამჯერად მირზა გელოვნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გამოჩენილი ქართველი პოეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას გაეცნენ.

ცნობისთვის, მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203