თბილისის N89 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა
03-03-2022
თბილისის N89 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 101 წლისთავთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობები ჩატარდა. სკოლის სახელით 23 თებერვალს თბილისის დამცველთა - იუნკერთა მემორიალზე მე-9დ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, სადაც მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ასევე, 24 -25 თებერვალს სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის გასახსენებლად სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მოსწავლეებმა უკრაინელ ერს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადეს, რადგან 101 წლის წინ საქართველოში დაწყებული ოკუპაციის სურათი ამჯერად უკრაინაში მეორდება.
„თავისუფლება საქართველოს და უკრაინას! თავისუფლება საქართველოს და უკრაინას! არა ოკუპაციას!“ სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ მშვიდობისმოყვარული მოსწავლეები.
„საუკუნის წინ თებერვლის სუსხიან დღეებში საბჭოთა რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საქართველოს გასაბჭოების განზრახვის სისრულეში მოყვანა დაიწყო, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა მოღალატე ქართველთა თანამონაწილეობით და მათი უშუალო მონდომებით. სწორედ მოღალატე ქართველობა შემოუძღვა საბჭოთა მე-11 წითელ არმიას საქართველოში. მტერმა რამოდენიმე მხრიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები, თუმცა პირველ ეტაპზე ქართულმა არმიამ მოახერხა მათი შეჩერება, საბოლოოდ კი თბილისის მისადგომებთან ახალი ძალებით შევსებულ მტრის არმიასთან უთანასწორო ბრძოლებში დაიღუპა თბილისის დამცველთა - იუნკერთა უმრავლესობა 1921 წლის 19-23 თებერვალს და საბოლოოდ ქართულ არმიას 23 თებერვალს უკან დახევა მოუწია; ხოლო, 25 თებერვალს მთავრობამ და ქართულმა საჯარისო ნაწილებმა თბილისი დატოვეს. მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. თბილისის დაკავებით დაიწყო რუსეთის მორიგი ოკუპაცია საქართველოში და 70 წლის შემდეგ მიუხედავად საქართველოს მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობისა ოკუპაცია დღესაც გრძელდება, მისი ყველაზე სასტიკი ფორმებით - დაკარგული ტერიტორიები, რეპრესიებს შეწირული ასიათასობით მოქალაქე, სისხლისმღვრელი ომები, იდეოლოგიურად დამუშავებული თაობები - აი ოკუპაციის მემკვიდრეობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს