ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში პროექტის - „არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“ ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება
03-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არის ჩართული. სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“ ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰუმანიტარული მეცნიერების კათედრამ, კერძოდ კი ინგლისური ენის პედაგოგმა, ელენე კაპანაძემ აქტივობა - „Drink tea! დალიე ჩაი!“ ჩაატარა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული ჩაის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, გაეცნენ თუ რა სახეობის ჩაი მოიპოვება და ადამიანისთვის რა დადებითი თვისებები აქვს. ბავშვებმა ასევე, მოამზადეს და დააგემოვნეს ჩაი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს