მუჟალის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი მისალოცი ბარათებითა და ლექსებით მიულოცეს
03-03-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ ეხმიანებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებით.ამჯერად, 3 მარტთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ხელნაკეთი მისალოცი ბარათები დაამზადეს.
რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-2 კლასის ნიჭიერმა პატარა მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი მისალოცი ბარათებითა და ლექსებით მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.