დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინის მხარდასაჭერად აქცია - პერფორმანსი გამართეს
03-03-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

ხელოვნების პედაგოგი, მელანი ცერცვაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშები დაამზადეს და ერთმანეთის სახეები მოხატეს.

ასევე, სკოლის ეზოში აქცია - „სოლიდარობა და თანადგომა უკრაინას! შეწყდეს ომი! ჩვენ მშვიდობა გვინდა! მშვიდობა მსოფლიოს!“ მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203