ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობენ
03-03-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს, ისაუბრეს ქვეყნისათვის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე. ასევე, პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს თანაუგრძნობენ და ომის ქარცეცხლში მოყოლილი თანატოლების ბედს განსაკუთრებულად განიცდიან.

მოსწავლეებმა თემაზე - „მშვიდობა უკრაინას“ და „არა ომს“ პოსტერები მოამზადეს; ასევე, გამართეს პრეზენტაცია. 

მშვიდობისმოყვარე ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ომი საშინელებაა და ადამიანებისათვის უბედურება მოაქვს, რომ დედამიწაზე მშვიდობისათვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203