სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში გაიმართა ყვავილთა დღესასწაული - „არიფანა“
03-03-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3დ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინფორმაციო ტექსტის - „ყვავილთა დღესასწაულის“ გაცნობის შემდგომ სახალისო და ემოციებით აღსავსე გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით და მშობლების თანადგომით განხორციელდა. პატარა მესამეკლასელების პედაგოგი შორენა ნოდია გახლავთ.
„კახეთში, ვარდობისთვეში იმართებოდა ყვავილთა დღესასწაული - „არიფანა“. მოსწავლეებმა სახლიდან მოიტანეს ქადები, ორცხობილები, კანფეტები, ტკბილი სასმელები და გაშალეს სუფრა, რომელსაც ამშვენებდა, როგორც ცოცხალი ყვავილები, ასევე მათი ხელით შექმნილი ვარდები, გვირილები და ქრიზანთემები. შეარჩიეს ლექსები, სიმღერები, შექმნეს „არიფანას“ დღესასწაულისათვის მოსაწვევი ბარათები და გამართეს ზეიმი.
ზეიმის ბოლოს სამი რჩეული დიასახლისი მონაწილეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა . ისინი ზრუნავდნენ თითოეულ მოსწავლეზე. ბავშვები მღეროდნენ, ამბობდნენ ლექსებს, ცეკვავდნენ და თამაშობდნენ.
ეს დაუვიწყარი, საინტერესო და ემოციებით აღსავსე დღე ლამაზ მოგონებად დარჩება მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს