ბათუმის N22 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა უკრაინისადმი სოლიდარობა საკუთარი ნამუშევრებით გამოხატეს
03-03-2022
ბათუმის N22 საჯარო სკოლამ საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
მე-7დ და მე-7ე კლასების მოსწავლეებმა, სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საკუთარი ხელით შექმნეს ნახატები, რომელიც უკრაინა-საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერის ჩვენებას ისახავს მიზანად. აქტივობა საგან მოქალაქეობის ფარგლებში, პედაგოგ ელიტა კახაძის ინიციატივით გაიმართა. ბავშვებმა საკუთარი სათქმელი და გულისტკივილი ემოციური ნახატებით გამოხატეს.