ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელმა, სულამით ჯიქიძემ ჭადრაკის ტურნირზე საპრიზო ადგილი მოიპოვა
03-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.
სკოლა ამჯერად მე-9 კლასის მოსწავლემ, სულამით ჯიქიძემ ასახელა, რომელმაც იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ჭადრაკის ტურნირზე, 8 წელს გადაცილებულ უთანრიგო გოგონათა შორის მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სკოლა საამაყო მოსწავლეს ულოცავს ამ მიღწევას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.