წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს საკუთარი ხელებით შექმნილი ბარათები მიუძღვნეს
03-03-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აქტივობები განახორციელეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელებით შექმნილი ბარათები მიუძღვნეს დედებს, გააკეთეს კედლის გაზეთი და სკოლის კუთხე საგაზაფხულოდ, დედის სილუეტით გააფორმეს.
„დედა, დედიკო, დე... სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის... ქართულმა ენამ უკვდავყო ვითომდა სუსტი სქესის სახელი და სამყაროს დედამიწა უწოდა, რამდენი სიტყვა მიეძღვნა ქალს: დედა ენა, დედაარსი, დედაბოძი, დედაბუნება, დედაქალაქი... „დედა ერთიაო, დედა ღმერთიაო, დედა ხატიაო, ფეხზე მოარული, ჰოდა დაუჩოქეთ, მუხლზე მოეხვიეთ, ფეხქვეშ დაუფინეთ თქვენი სიყვარული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს